ავეჯის დამზადება შეკვეთით გაძლევთ მასალების არჩევის უპირატესობას: ხელოვნური ქვა, ლამინირებული დსპ, შეღებილი, ფრეზირებული და აკრილის ფასადები, კატალოგში 1000+ ფერია. ამავდროულად, გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ ფურნიტურა და მისი განთავსების ადგილები, რაც თქვენს ავეჯს უნიკალურს და თქვენზე მორგებულს გახდის.
მასალის ზედაპირი შეიძლება იყოს: პრიალა, მქრქალი, ნახევრად პრიალა, მბზინავი.
ავეჯის შეკვეთით დამზადების პოპულარობა გამოწვეულია იმით, რომ თქვენ არ გიწევთ ინტერიერის მორგება ავეჯზე, ავეჯი ერგება არამარტო თქვენს ინტერიერს, არამედ მოთხოვნილებებსაც.